Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამთავრობო დელეგაცია ცხინვალში ჩავიდა


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ჩავიდა რუსეთის სამთავრობო დელეგაცია, გენერალური პროკურორის და შს-თა და საგანგებო სიტუაციათა მინისტრების შემადგენლობით. მათი მონაწილეობით ზნაურის და ჯავის რაიონებში ადგილობრივი მილიციის ახალი შენობები გახსნეს. ერთობლივი ძალებით მათ მშენებლობას რუსეთის შს-თა მინისტრმა ნურგალიევმა კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობის მაგალითი უწოდა. დღესვე რუსეთის და მის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურორებმა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
XS
SM
MD
LG