Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კიევში პრეზიდენტ იუშჩენკოს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში მართავს მოლაპარაკებებს უკრაინის ლიდერებთან მათს დასარწმუნებლად, რომ აშშ-ის მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა არ გულისხმობს უკრაინის ინტერესებით ვაჭრობას. ბაიდენი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს, მანვე უკრაინას უწოდა “დემოკრატიულად მართული ვროპული ქვეყანა”. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღესვე ხვდება პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს, პრორუსული ორიენტაციის რეგიონების პარტიის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე არსენი იაცენიუკს. ბაიდენის ეს 4-ვე თანამოსაუბრე აპირებს უკრაინაში იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ოთხშაბათს ბაიდენი საქართველოში ჩავა. ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტით ისარგებლებს, რათა ორივე ქვეყანას მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისაკენ.
XS
SM
MD
LG