Accessibility links

logo-print

რუსთავში ლტოლვილებისთვის ბინების დაკანონების პროცესი შეჩერდა


რუსთავში დაახლოებით 4 ათასი ლტოლვილია ჩასახლებული, მათი უმრავლესობა კომპაქტურად ცხოვრობს ყოფილ საერთო საცხოვრებელსა თუ გაუქმებულ პროფესიული სასწავლებლებში.

ლტოლვილების ნაწილს მიმდინარე წლიდან ბინები დაუკანონდათ, ნაწილი კი დაკანონების მოლოდინშია, ისევე როგორც მანანა კეკუა, რომლის მეუღლე გალიდან არის ლტოლვილი, თავად მანანას კი გასული წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალთან, სოფელ თამარაშენში, ბინა გადაუწვეს.

მანანა კეკუა, სხვა 15 ლტოლვილ ოჯახთან ერთად, რუსთავში, ყოფილ 61-ე პროფესიული სასწავლებლის 4 სართულიან შენობაში, ცხოვრობს და ბინის საკუთრების დამადასტურებელ ორდერს ელოდება.

„ამ შენობაში ვინც ვართ, 9 ოჯახს ორდერები დაურიგეს, დანარჩენს - არა, მოცდა გვირჩიეს“, ამბობს მანანა კეკუა.

კახა ჩხაიძე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსის მოადგილე, აცხადებს, რომ ბინების დაკანონების და ორდერების დარიგების პროცესი დროებით შეჩერდა, რაც მათი უწყების მიზეზით არ მომხდარა.

მისი განმარტებით, პროცესი საჯარო რეესტრს მიჰყავდა და მანვე შეაჩერა დროებით.
კეკუების ოჯახს ოთხსართულიანი შენობის მეორე სართულზე ორი ოთახი აქვს დაკავებული. სუფთა ბინას, როგორც შეეძლოთ, კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარეს, მაგრამ შენობის სადარბაზოები, სარდაფი და მეოთხე სართული სავალალო მდგომარეობაშია. ამიტომ ლტოლვილები მხოლოდ მეორე და მესამე სართულებზე ცხოვრობენ.

„სარდაფებში წყალი გროვდება, ზამთარ-ზაფხულ სინესტეა და უამრავ მწერსა და ქვეწარმავალს იზიდავს“, ამბობს კეკუების მეზობელი ლალი გაბისონია, რომელმაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, რადიო თავისუფლებას პირველ სართულზე ჩასვლა და სარდაფისთვის თვალის შევლება ურჩია. მართლაც, სარდაფთან უსიამოვნო სუნი ტრიალებდა და აუარებელი მწერი ირეოდა.

გაბისონიას განცხადებით, ამას წინათ მერიიდან და რომელიღაც უცხოური ორგანიზაციიდან ყოფილან და ლტოლვილებს დაჰპირებიან, აგვისტოდან თქვენი შენობის გარემონტებას დავიწყებთო.

თუმცა რუსთავში უკვე მიმდინარეობს ლტოლვილებისთვის სხვა 4 შენობის გარემონტება. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ტარდება. თავის წილ სამუშაოებს რუსთავის მერიაც ატარებს - მისასვლელ გზებს არემონტებს და საკომუნიკაციო სისტემები გაჰყავს.

რუსთაველი ლტოლვილების დახმარების ახალი პროგრამა - „გაეროს განვითარების ფონდმაც“ დაიწყო.

ფონდი 52 ლტოლვილ ოჯახს, რომელიც მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ქართულ-აფხაზური კონფლიტის დასრულების შემდეგ ცხოვრობს, დასაქმებას და ბინების კოსმეტიკურ რემონტს დაჰპირდა - ყოველ ოჯახს 350 ევროს ღირებულების სამშენებლო მასალას, თვითდასაქმებისთვის კი 600 ევროს ღირებულების ხელსაწყო-იარაღებს.

გურამ ჩხეტიანი, ლტოლვილი გულრიფშის რაიონიდან, ამბობს, რომ მან პნევმატური ჩაქუჩი მოითხოვა, რადგან სწორედ ეს იარაღი სჭირდება კერძო შეკვეთების შესასრულებლად.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალურ სამსახურში აღნიშნეს, გაეროს განვითარების ფონდს ამგვარი დახმარების გაწევა თავდაპირველად კომპაქტურად ჩასახლებული ყველა ლტოლვილისთვის უნდოდა,
XS
SM
MD
LG