Accessibility links

დევნილების მთავარ პრობლემად მძიმე საბინაო პირობები რჩება


აფხაზეთიდან დევნილების მთავარ პრობლემად მძიმე საბინაო პირობები რჩება. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან სანატორიუმებსა და სასტუმროებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები. მწყობრიდან გამოსული კანალიზაციის სისტემა, აყრილი იატაკი და ნესტიანი კედლები - ის პირობებია, რომელშიც მათ ცხოვრება უწევთ.

რადიო თავისუფლების რესპონდენტები ჭომაში, სანატორიუმის შენობაში, ცხოვრობენ. ისინი ამბობენ, რომ ელემენტარული სანიტარული პირობები არ გააჩნიათ. ყოფილი

სანატორიუმი სარეაბილიტაციო შენობების ნუსხაში ჯარჯერობით ვერ მოხვდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით, ქუთაისსა და იმერეთში დევნილთა რამდენიმე საცხოვრებელი რემონტდება. ზოგიერთ შენობაში სარემონტო სამუშაოები დევნილთა მღელვარების ფონზე დაიწყო. მათ შიში გაუჩნდათ, რომ ხელისუფლება რეაბილიტირებულ შენობაში აღარ დააბრუნებდა. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის დავით აფციაურის განმარტებით, დევნილთა დროებითი გამოსახლება სარემონტო სამუშაოების დაწყების გამო მოხდა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისინი უკან დაბრუნდებიან და დაკავებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.

ამ დროისთვის ხელისუფლებამ საკუთრების მოწმობა ორმოცდაორ დევნილ ოჯახს გადასცა. ისინი ავტოქარხნის დასახლებაში, ექვსი წლის წინ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით აშენებულ კოტეჯებში, ცხოვრობენ. დევნილებს კოტეჯებთან ერთად საკუთრებაში მიწის ნაკვეთებიც გადასცეს.
XS
SM
MD
LG