Accessibility links

"ალიანსი საქართველოსთვის" მიესალმება საქართველოში ჯო ბაიდენის ვიზიტს


თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ხვალინდელი ვიზიტის გამო, საგანგებო მიმართვა გაავრცელა „ალიანსმა საქართველოსთვის.“ მისი ლიდერები ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს მნიშვნელოვან მოვლენად და საქართველოსადმი აშშ-ის სერიოზული მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოხატულებად აფასებენ. ალიანსი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მიმართ რუსეთის ახალ სამხედრო აგრესიას აღარ დაუშვებს და არ აღიარებს რეალობას, რომლის შექმნაც რუსეთს შარშანდელი აგრესიის შედეგად რეგიონში სურს. „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნები ქართველ ხალხს მისცემს საშუალებას, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ და რეალური არჩევანი გააკეთოს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება, როგორც წინა არჩევნებისას, გამოიყენოს სახელმწიფო რესურსები და რაც მთავარია, უნდა აღიკვეთოს ძალოვანი სტრუქტურების დაინტერესებული მონაწილეობა საარჩევნო პროცესში. ვფიქრობთ, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება, თუ აშშ სპეციალურ ფუნქციას მიანიჭებს საერთაშორისო გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე პიროვნებას, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებისა და მიღწეული შეთანხმებების დაცვის პროცესში ერთგვარი პოლიტიკური გარანტორის როლს შეასრულებს" - ნათქვამია ალიანსის მიმართვაში.
XS
SM
MD
LG