Accessibility links

ნატოს გენერალური მდივანი საავადმყოფოში მოათავსეს


ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი საავადმყოფოში მოათავსეს არტერიული თრომბოზის დიაგნოზით. ბრიუსელში ნატოს პრესმდივნის განცხადებით, მკურნალობის შედეგად იაპ დე ჰოოპ სხეფერს არტერიის გამავლობა აღუდგა, მაგრამ რამდენიმე დღე რჩება კლინიკაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. სხეფერის ვადა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ამ თვის ბოლოს ამოიწურება. მას 1 აგვისტოდან შეცვლის დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი.
XS
SM
MD
LG