Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილი ბაიდენს აქციით დახვდება


არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღეს, 19.00 საათზე, პარლამენტთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. აქცია საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს უკავშირდება. ამ ფორმით არასაპარლამენტო ოპოზიცია შეეცდება ბაიდენს აჩვენოს, რომ საქართველოში ხალხი არსებული ხელისუფლებით უკმაყოფილოა და ეს მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს. ოპოზიცია დღეს საზოგადოებას აქტიურობისა და აქციაზე ფართო წარმომადგენლობით მისვლისკენ მოუწოდებს. ხვალ კი, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გააცნობს. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ “ალიანსი საქართველოსთვის” აქციაში მონაწილეობას არ იღებს. „ალიანსის“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განმარტებით პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ საშულება, რომ პირისპირ შეხვდნენ ჯოზეფ ბაიდენს და იმ პრობლემების შესახებ ესაუბრონ, რაც ქვეყანაში არსებობს.მისივე ინფორმაციით, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდებიან ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე და არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG