Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა ზაქარეიშვილი


22 ივლისს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი. საუბარი ეხებოდა ახალგორში არსებულ ვითარებას. პაატა ზაქარეიშვილი ახალგორში კვირას იყო ჩასული და იქ ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. ზაქარეიშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ქართველები დაბრუნდნენ ახალგორში. მისი გათვლით, ქართული მოსახლეობის დაახლოებით ოცი პროცენტია დარჩენილი. ზაქარეიშვილის დაკვირვებით, ადგილობრივი ოსების დამოკიდებულება ქართველების მიმართ ახალგორში განსხვავდება სამხრეთის ოსეთის სხვა რაიონებში არსებული დამოკიდებულებისგან. ამის მიზეზებზე მოისმინეთ ინტერვიუში:
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG