Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა დაასრულა ვიზიტი უკრაინაში


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დაასრულა ვიზიტი უკრაინაში. კიევში, უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას, ბაიდენმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას. მან კიევს მოუწოდა, მომჭირნედ მოიხმაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები და გაზარდოს მათი ეფექტიანობა, აღნიშნა რა, რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული ქვეყნის თავისუფლების ხარისხი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინა სრული უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელ გაერთიანებებში გაწევრიანდეს. "ჩვენ უარვყოფთ "გავლენის სფეროების" ცნებას, როგორც იდეას, რომლის ადგილიც მე-19 საუკუნეშია, 21-ეში მას არაფერი ესაქმება", თქვა ბაიდენმა. "ჩვენ ერთგული ვრჩებით პრინციპისა, რომ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს, გაატაროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, და თავადვე გადაწყვიტოს, რომელ კავშირებს შეუერთდეს."
XS
SM
MD
LG