Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენი საქართველოს ესტუმრა


საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. თბილისის აეროპორტში სტუმარს დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი და სხვა ოფიციალური პირები. საღამოს ბაიდენის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა ოფიციალური ვახშამი. როგორც ბაიდენმა განაცხადა, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი კვლავაც გაგრძელდება. მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის. დღესვე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში კონცერტი გაიმართა. ხვალ ჯოზეფ ბაიდენი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა, იგი შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს და სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტში. მისი ვიზიტი საქართველოში ხვალ საღამოს დასრულდება.
XS
SM
MD
LG