Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი მოქმედებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის გამო, თბილისში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. ამ მიზეზით, პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან ოპოზიციის ე.წ. "საკნები" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, თბილისიდან ჯოზეფ ბაიდენის გამგზავრების შემდეგ ოპოზიციას შეეძლება, რკინის კონსტრუქციები ისევ რუსთაველზე დააბრუნოს. რუსთაველის გამზირიდან საკნების გატანის გამო, პარტია "თავისუფლების" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ აშშ-ის საელჩოს მიმართა. გამსახურდიას განცხადებით, თბილისის პოლიციამ საკნების გატანა აშშ-ის სპეცსამსახურების დავალებით ახსნა, რის გამოც, საელჩოსგან განმარტებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG