Accessibility links

logo-print

რუსეთში მოკლული იპოვეს სამართალდამცველი ანდრეი კულაგინი


რუსეთის კარელიის ოლქში მოკლული იპოვეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამართლიანობის" რეგიონული განყოფილების უფროსი ანდრეი კულაგინი. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, კულაგინი უგზო-უკვლოდ დაიკარგა მაისში. დღეს კი მისი გვამი პეტროზავოდსკთან, ქვიშის ერთ-ერთ კარიერში იპოვეს. მთავარ ამოცანად ორგანიზაცია "სამართლიანობა"ადამიანთა სამოქალაქო უფლებების დაცვას ისახავს.
XS
SM
MD
LG