Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


აშხაბადში გაიმართა თურქმენეთისა და რუმინეთის პრეზიდენტების გურბანგული ბერდიმუხამედოვისა და ტრაიან ბასესკუს მოლაპარაკება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც - როგორც ბასესკუმ თქვა - გზას უხსნის რუმინეთისა და თურქმენეთის თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. აშხაბადი ეძებს ირანისა და ჩინეთისთვის თავისი ბუნებრივი აირის მიწოდების ახალ მარშრუტებს - მას შემდეგ, რაც აპრილში აფეთქება მოხდა რუსეთისკენ მიმავალ მილსადენზე. თურქმენეთი ამ ავარიაში "გაზპრომს" ადანაშაულებს, რომელმაც მკვეთრად შეამცირა თურქმენეთის გაზის შესყიდვათა მოცულობა.
XS
SM
MD
LG