Accessibility links

logo-print

კლინტონმა ხელი მოაწერა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მეგობრობის პაქტს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხელი მოაწერა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან მეგობრობის პაქტს. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ტაილანდში, სადაც კლინტონი ჩასულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის - ასეანის - წევრი სახელმწიფოების რეგიონულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მეგობრობის პაქტის გაფორმება მიანიშნებს აშშ-ის სურვილზე, განამტკიცოს კავშირი ამ რეგიონთან. დღეს უფრო ადრე, ჰილარი კლინტონმა ტაილანდში განაცხადა, რომ თუ ირანი უარს არ იტყვის ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე, აშშ მონაწილეობას მიიღებს რეგიონში თავისი მოკავშირეების თავდაცვითი სისტემების მოდერნიზებაში; თუმცა, ამასთანავე, ვაშინგტონი უარს არ ამბობს თეირანთან მოლაპარაკების გამართვის წინადადებაზე.
XS
SM
MD
LG