Accessibility links

logo-print

ობამა დადებითად აფასებს ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის სტრატეგიას


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერაყში ძალადობის მიუხედავად, აშშ იცავს 2011 წლის მიწურულამდე ერაყიდან ყველა ჯარისკაცის გაყვანის გეგმას. როგორც ობამამ ვაშინგტონში ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ჯარების გაყვანა, რაც გასული თვის ბოლოს ერაყის ქალაქებიდან ჯარისკაცების გასვლით დაიწყო, აჩვენებს, რომ აშშ შეასრულებს ერაყელი ხალხის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს “ყველა შესაძლოა სფერო”, რომელშიც შეიძლება ითანამშრომლონ შეერთებულმა შტატებმა და ერაყის მთავრობამ. აშშ-თან ურთიერთობა ერაყის პრემიერ-მინისტრმა “სტრატეგიულ მგეობრობად” მოიხსენია.
XS
SM
MD
LG