Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალიავინის მოადგილე თბილისშია


საქართველოში იმყოფება გერმანიის ყოფილი ელჩი საქართველოში უვე შრამი. ამჟამად ის ევროკავშირის მიერ ინიცირებული ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის თავმჯდომარის - ჰაიდი ტალიავინის მოადგილეა. მისია საქართველოში ომის მიზეზებს იკვლევს. უვე შრამი 24 ივლისს ჟურნალისტებს შეხვდება.მისიის საქმიანობის მიმართ დიდი ინტერესის მიუხედავად, ჰაიდი ტალიავინიცა და მისიის სხვა წევრებიც გამოძიების პროცესის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისგან დღემდე თავს იკავებდნენ. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, უვე შრამის ჟურნალისტებთან შეხვედრის გაშუქებაც გარკვეული შეზღუდვით მოხდება. შეგახსენებთ, რომ მისიის დასკვნა 2009 წლის ივლისის ბოლოსთვის უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ახალი მასალების გამოვლენის გამო, მისიის ხელმძღვანელმა ვადის ორი თვით გახაგრძლივება ითხოვა.

XS
SM
MD
LG