Accessibility links

logo-print

ბაიდენის თბილისში ვიზიტი გრძელდება


23 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში აშშ ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სააკაშვილთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენი დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავორობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოსვლამდე კი ჯოზეფ ბაიდენს პარლამენტის სპიკერი, დავით ბაქრაძე მიიღებს. საღამოს მოსწავლეთა სასახლეში აშშ ვიცე-პრეზიდენტი დევნილებს შეხვდება. ბაიდენი თბილისს დღეს საღამოს დატოვებს.
XS
SM
MD
LG