Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს კანონების დაცვისკენ მოუწოდა


ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამგზავრების შემთხვევაში, საქართველოს კანონები დაიცვან. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველოს უფროსის მოადგილის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, ბელორუსიის მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ზუგდიდის და გორის რაიონებიდან უნდა ჩავიდნენ. ლუკაშევიჩმა ქვეყნის მოქალაქეებს განუმარტა, რომ ამ რეგიონებში რუსეთის ტერიტორიიდან გამგზავრება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება
XS
SM
MD
LG