Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი: საქართველო ახალ პროვოკაციებს გეგმავს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დღეს განაცხადა, რომ აგვისტოს ომის წლისთავზე საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის საზღვართან სხვადასხვა პროვოკაციას, მათ შორის ე.წ-ლ მშვიდობის მარშს გეგმავს. ჟურნალისტებთან საუბრისას კარასინმა აღნიშნა, რომ მსგავს ფეთქებადსაშიშ რეგიონში მოვლენათა განვითარების პროგნოზირება რთულია, ამიტომ რუსეთი იძულებულია მოქმედების რამდენიმე ვარიანტი გაითვალისწინოს. რუსი დიპლომატის განცხადებით, თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. დღესვე კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ხელახალი შეიარაღებით და მზად არის ამ პროცესის შესაჩერებლად კონკრეტულ ზომებს მიმართოს.
XS
SM
MD
LG