Accessibility links

logo-print

კარასინი: "თბილისთან სამხედრო თანამშრომლობას ზოგი ქვეყანა ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ მალავს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი "განაგრძობს სააკაშვილის რეჟიმის ხელახალი შეიარაღებისთვის ხელის შეშლას და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს." იტარ-ტასის სააგენტოსთან ინტერვიუში კარასინმა დასძინა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც მან არ დაასახელა, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას "ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ" მალავს. კარასინის თქმით, მოსკოვი ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს ხელმძღვანელობის სწრაფვით, მოახდინოს ქვეყნის რემილიტარიზაცია, რაზეც ზოგიერთი ქვეყანა ძალიან მშვიდად და დადებითად რეაგირებს". იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გასცა განკარგუდლება, "შეიზღუდოს ან შეწყდეს სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობა" იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს რუსეთის ან საბჭოთა წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას მიაწვდიან.
XS
SM
MD
LG