Accessibility links

ბაიდენი: აშშ საქართველოს არასოდეს მიატოვებს


აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„შემიძლია, შეხვედრის შემდეგ ზოგადად განვაცხადო, რომ აშშ არ ახდენს თავისი პოლიტიკის პერსონიფიცირებას და მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას" – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. მან აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და საქართველოს მედიის მიმართვაც გადასცა.

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჯოზეფ ბაიდენთან გამართულ შეხვედრას ოპოზიციიდან ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე და გიორგი თარგამაძე ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG