Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენმა და ოპოზიციამ საქართველოს შიდა პრობლემებზე ისაუბრეს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს ოპოზიციის ლიდერებს ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ალასანიას, ლევან გაჩეჩილაძეს და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სერიოზული და მნიშვნელოვანი შეხვედრისას საქართველოს შიდა პრობლემებსა და ზოგადად, უსაფრთხოებაზე საკმაოდ გულწრფელად ისაუბრეს. ალასანიას თქმით, ბაიდენი დაჰპირდა, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში განმსაზღვრელი იქნება. „რათქმა უნდა, ეს ურთიერთობა მიმართული იქნება საგარეო საფრთხეების აცილებისკენ, მაგრამ ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობა ძირითადად, დემოკრატიული რეფორმების კუთხით პროგრესს დაეფუძნება“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ
XS
SM
MD
LG