Accessibility links

logo-print

ოპოზიცია: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკა დაადასტურა


ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრისას ორი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა. „პირველი ის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა გადასაწყვეტია, თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი და როდის დაინიშნება არჩევნები“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავისუფლების და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯების გარეშე, აშშ საქართველოს არ დაეხმარება. ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გულწრფელი საუბრისას ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს რაიმე კონკრეტული რეკომენდაციები არ ჰქონია და კვლავ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG