Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუს დიპლომატს უპასუხა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანას თავდაცვის სუვერენული უფლება აქვს და რომელიმე მეზობელ ქვეყანას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისი საკუთარ ვალდებულებებს, კერძოდ, ძალის გამოუყენებლობის პირობას ასრულებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მიერ ამ ვალდებულებათა შესრულებას ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიაც ადასტურებს. თბილისი მოსკოვს კვლავ მოუწოდებს, საერთაშორისო შეთანხმების პირობები შეასრულოს, საქართველოდან საოკუპაციო ძალები გაიყვანოს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაიცვას.
XS
SM
MD
LG