Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუს დიპლომატს უპასუხა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანას თავდაცვის სუვერენული უფლება აქვს და არავითარ საფრთხეს არ უქმნის თავის არც ერთ მეზობელს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ, ძალის გამოუყენებლობის პირობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მიერ ამ ვალდებულებათა შესრულებას ადასტურებს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია. თბილისი კვლავ მოუწოდებს მოსკოვს, შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმების პირობები, საქართველოდან გაიყვანოს საოკუპაციო ძალები და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.
XS
SM
MD
LG