Accessibility links

ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა


დღეს ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. გამოსვლების მიზეზია პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატიდან ორის გამოთიშვა საარჩევნო პროცესიდან - მათივე განმარტებით, არჩევნების გაყალბების გამო პროტესტის ნიშნად. სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ალმაზბეკ ატამბაევმა - პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მთავარმა მეტოქემ - და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟენიშბეკ ნაზარალიევმა დღეს განაცხადეს, რომ წყვეტენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და კენჭისყრის განმეორებით გამართვა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, კენჭისყრის პროცესში გაყალბების მრავალი შემთხვევა აღირიცხა. დღეს ისიკ-ყულის რაიონში დააკავეს ატამბაევმა საარჩევნო კამპანიის მენეჯერი. ყირგიზეთის არჩევნებს თვალს ადევნებს 500-მდე უცხოელი მეთვალყურე.
XS
SM
MD
LG