Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უყურადღებოდ არ დატოვებს ჩრდილოეთ კორეის აგრესიულ პოლიტიკას. კლინტონის თქმით, კსდრ-ის შემაშფოთებელი მოქმედება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას რეგიონში და ამიტომ აუცილებელია, ფხენიანი დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. "ჩრდილოეთმა კორეამ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს: ის უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებას 2005 წელს მიღებული ერთობლივი განცხადების სულისკვეთებით; ანუ უარი უნდა თქვას ბირთვული პროგრამის განხორცილებაზე და დაიცვას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების პირობები და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ნორმები. გზა ხსნილია, და მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაზეა დამოკიდებული, ივლის თუ არა ამ გზით", განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG