Accessibility links

logo-print

ბათუმში რეგიონული „რა? სად? როდის?“ იწყება


24 ივლისს ბათუმში იწყება სამხრეთ კავკასიის მე–11 ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატში სამი ქვეყნის 40–ზე მეტი გუნდი იღებს მონაწილეობას. ფესტივალის ჟიურის წევრები არიან რუსული თამაშის „ბროლის ბუს“ ლაურეატები: ალექსანდრ დრუზი, ალექსანდრ რუბინი, ელიზავეტა ოვდეენკო, ალექსეი ბლინოვი, ალექს მუხინი და ელენა პოტანინა. დღემდე ჩატარებულ 10 ჩემპიონატში 4-ჯერ გაიმარჯვეს საქართველოს, 3-3–ჯერ კი სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა. ჩემპიონატის დახურვა და დაჯილდოვება 26 ივლისს, ბათუმის სასტუმრო „თანამგზავრში“ ჩატარდება.
XS
SM
MD
LG