Accessibility links

logo-print

„მაიკროსოფტის“ გაყიდვები მკვეთრად დაეცა


„მაიკროსოფტმა“ გამოაცხადა, რომ მისი ოპერაციული სისტემა „უინდოუსის“ წლიური გაყიდვები დაეცა. ეს „მაიკროსოფტის“ ისტორიაში პირველად მოხდა. კომპანიის კვარტალური შემოსავალი მოსალოდნელზე მეტად, 17 პროცენტით შემცირდა. შემოსავლების შემცირებმა კომპიუტერების და სერვერების გლობალური ბაზრის შესუსტებამ გამოიწვია. „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელების აზრით კომპიუტერული ინდუსტრიის გაყიდვები მომავალ წლამდე ვერ გაჯანსაღდება, თუმცა ინდუსტრიის სხვა ლიდერები - „აიბიემი“ და „ინტელი“ უფრო ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ.
XS
SM
MD
LG