Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გოგი ხუციშვილი


24 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. საუბარი შეეხებოდა აშშ ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს, იმ პრიორიტეტებს რასაც ხაზი გაესვა ამ ვიზიტისას. გოგი ხუციშვილმა ისაუბრა აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოებისა და მასში აშშ წარმომადგენლების ჩართვის პერსპექტივაზე. ხუციშვილის აზრით, თუკი აშშ გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების წინადადებას და მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ეს რუსეთთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება, ურთიერთობათა იმ რეჟიმის გათვალისწინებით (”გადატვირთვა”), რაც დღს აშშ-სა და რუსეთს შორის არის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG