Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის პრეზიდენტად ყურმანბეკ ბაკიევი რჩება


ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ ბაკიევს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 88 პროცენტმა. ბაკიევის მთავარმა მეტოქემ, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ალმაზბეკ ატამბაევმა, რომელიც მასობრივ გაყალბებაზე საუბრობს და კენჭისყრის განმეორებით გამართვას მოითხოვს, ოფიციალური ინფორმაციით, შვიდ პროცენტზე ოდნავ მეტი მოაგროვა. გუშინ, საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ატამბაევმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟენიშბეკ ნაზარალიევმა განაცხადეს, რომ წყვეტენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ეუთოს სამეთვალყურეო მისია თავის დასკვნას დღეს, მოგვვიანებით წარმოადგენს. სულ ყირგიზეთის არჩევნებს თვალს ადევნებდა 500-მდე უცხოელი მეთვალყურე.
XS
SM
MD
LG