Accessibility links

logo-print

კარლ ბილდტი ავღანეთს ესტუმრა


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ავღანეთს ეწვია. ორდღიანი ვიზიტის მსვლელობაში ბილდტი, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს ევროკავშირმა, რათა უფრო ეფექტიანი გახადოს ავღანეთში თავისი საქმიანობა. გარდა ამისა, შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წევრებს, რომლებიც თვალს ადევნებენ მომავალი თვის საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების პროცესს.
XS
SM
MD
LG