Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა ბაიდენის ვიზიტის შედეგები შეაჯამა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე სასაუბროდ პრეზიდენტმა საკუთარ რეზიდენციაში დღეს საპარლამენტო უმრავლესობა მიიწვია. ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული უწოდა და იმის დასტურად შეაფასა, რომ მტრის მცდელობები როგორც საქართველოს გარეთ, ასევე შიგნით ყველანი დაერწმუნებინა, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია, დემოკრატიული მომავლის შანსი არა აქვს და ამიტომ, მისი ხელისუფლება შესაცვლელია, ამაო აღმოჩნდა. პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და მომავლის მიმართ დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ სერიოზული დიპლომატიური გამარჯვებით მოკლე და გრძელვადიანი შედეგები მიიღო. მოკლევადიან, თუმცა, გადამწყვეტ შედეგად მან ის დაასახელა, რომ ვლადიმირ პუტინის გეგმა საქართველოს საბოლოო ოკუპაციის და განადგურების შესახებ, ნამდვილად ჩაიშალა. გრძელვადიან შედეგად მიხეილ სააკაშვილი იმას მიიჩნევს, რომ საქართველომ საკუთარი პრობლემის გლობალური მასშტაბით დაყენება შეძლო
XS
SM
MD
LG