Accessibility links

ევროკავშირი, სავარაუდოდ, ორშაბათს გადაწყვეტს სადამკვირვებლო მისიის გაგრძელებას


ევროკავშირი ორშაბათს განიხილავს საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს. საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში მხარს დაუჭერენ მისიის გაგრძელებას 2010 წლის სექტემბრამდე. ამავე წყაროს ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი, მათ შორის ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ ევროკავშირის მისიაში მონაწილეობის საშუალების მიცემას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების - თურქეთის, შეერთებული შტატებისა და კანადისთვის. თუმცა, ევროკავშირის ზოგი წევრი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ასეთი ნაბიჯი გააჯავრებდა რუსეთს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოსთან აშშ-ის კავშირის განმტკიცებას. dpa-ს ცნობით, ორშაბათის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, არ მიიღებენ რაიმე გადაწყვეტილებას სადამკვირვებლო მისიაში იმ ქვეყნების ჩართვაზე, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა ამ საკითხს წამოიჭრიან.
XS
SM
MD
LG