Accessibility links

ევროკავშირი და ეუთო ყირგიზეთში გამართულ არჩევნებს აკრიტიკებენ


ევროკავშირის განცხადებით, ყირგიზეთში ხუთშაბათს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კენჭისყრას არ დაუკმაყოფილებია დემოკრატიულ არჩევნებთან მიმართებით ყირგიზეთის მიერ ნაკისრი მთავარი ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულება, მკაფიო ზღვარი იყოს გავლებული მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. დღესვე, უფრო ადრე, ეუთოს სამეთვალყურეო მისიამ “გამაწბილებელი” უწოდა ყირგიზეთში ჩატარებულ არჩევნებს. მისი განცხადებით, კენჭისყრის დროს აღირიცხა მრავალი პრობლემა და დარღვევა, მათ შორის საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრა და საარჩევნო სიების უზუსტობა.
XS
SM
MD
LG