Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში გაიმართა რუსეთის მომხრე და სეპარატისტი ჩეჩნების წარმომადგენელთა შეხვედრა


ოსლოში დასრულდა ჩეჩნეთის პრო-მოსკოვური მთავრობის წარმომადგენლისა და სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის 3-დღიანი მოლაპარაკება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე დუკუვახა აბდურახმანოვი და სეპარატისტების დევნილობაში მყოფი წარმომადგენელი ახმედ ზაკაევი. ზაკაევმა, რომელსაც ბრიტანეთში აქვს მიღებული პოლიტიკური თავშესაფარი, რადიო თავისუფალ ევროპა-რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკება მალე გაგრძელდება უფრო მეტი ადამიანის მონაწილეობით. რუსეთი მოითხოვს ზაკაევის ექსტრადიციას, როგორც მოსკოვი ირწმუნება, 1994-2000 წლებში მოსკოვთან ომების დროს ჩადენილი დანაშაულების გამო. ჩეჩნეთის პრო-მოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ მიესალმებოდა ზაკაევის სამშობლოში დაბრუნებას და მას შესაძლოა სამსახურიც შესთავაზოს.
XS
SM
MD
LG