Accessibility links

ირანში ავიაკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა


ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, ირნას ცნობით, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მაშჰადთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით, სააგენტო იუწყება, რომ "ილიუშინის" ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად კიდევ 19 პირი დაშავდა. ბოლო ათი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე ავიაკატასტროფაა ირანში. 15 ივლისს ქალაქ ყაზვინის მახლობლად ჩამოვარდა "კასპიან ერლაინზის" კუთვნილი "ტუ-154"-ის ტიპის თვითმფრინავი, რის შედეგადაც 168 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG