Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ოპოზიცია საპროტესტო აქციებისთვის ემზადება


ყირგიზეთის ოპოზიცია ემზადება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციებისთვის. მან წარმოადგინა ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი მტკიცებით, არჩევნების დროს დარღვევებია ასახული. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევმა ხმების 83 პროცენტი მოაგროვა. ევროკავშირმა და ეუთომ განაცხადეს, რომ ყირგიზეთის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.
XS
SM
MD
LG