Accessibility links

logo-print

მთელ მსოფლიოში იმართება ირანთან დაკავშირებული დემონსტრაციები


დღეს მსოფლიოს ქალაქებში იმართება დემონსტრაციები, რომლის მონაწილეები ირანის მთავრობას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ძალადობა ირანში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინაღაამდეგ და გაათავისუფლოს ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაკავებული პირები. დემონსტრაციები გაიმართა ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში, სტოკჰოლმში, ვენაში, ლონდონში, ისინი დაგეგმილია ასევე ნიუ იორკში. მცირე მიტინგი მოეწყო სტამბოლში და ბიშკეკში. დასავლეთის სააგენტოების ცნობით, თეირანში ადამიანთა ჯგუფი ცდილობდა შეკრებას, მაგრამ პოლიციამ ისინი განდევნა.
XS
SM
MD
LG