Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინელმა ჰაკერებმა თავდასხმა მოაწყვეს ავსტრალიის კინოფესტივალის საიტზე


ჩინელმა ჰაკერებმა თავდასხმა მოაწყვეს ავსტრალიის კინოფესტივალის საიტზე. ამ ფესტივალზე უნდა უჩვენონ ჩინეთის ეროვნული უმცირესობის, იუღურების მსოფლიო კონგრესის ლიდერის, რები კადირის შესახებ ფილმი. კინოფესტივალის ორგანიზატორთა თანახმად, შაბათს საიტზე გამოჩნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშა და კადირის საწინააღმდეგო გამოთქმები. ადრე ჩინეთმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა ამ ფესტივალზე თავისი ოთხი ფილმის ჩვენებაზე.
XS
SM
MD
LG