Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს თავს დაესხნენ


ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში უცნობმა პირებმა ცეცლი გაუხსნეს ავტოკოლონას, რომელშიც მგზავრობდა აგვისტოს არჩევნებში ავღანეთის ვიცე- პრეზიდენტობის კანდიდატი, მოჰამედ კასიმ ფახიმი. ის არჩევნებში პრეზიდენტ კარზაისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პოლიტიკოსი თავდასხმას გადაურჩა, დაირჭა მხოლოდ მისი მცველი. თალიბებმა, რომლებმაც თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრეს, განაცხადეს, რომ ოთხი მცველი დახოცეს.
XS
SM
MD
LG