Accessibility links

აშშ-ს, ოფიციალური პირის თქმით, რუსეთთან თანამშრომლობის იმედი აქვს


თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ აშშ-ს რუსეთთან თანამშრომლობის იმედი აქვს. გიბსის კომენტარი მოჰყვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ამასწინანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ კრიზისით დასუსტებული რუსეთი იძულებული იქნება დასავლეთთან პოზიციები დათმოს და საკუთარი საერთაშორისო ინტერესების სფეროს გადახედოს. რობერტ გიბსმა განმარტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი რუსეთთან თანამშრომლობას არა სისუსტის, არამედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოელიან. ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში რუსეთს უდიდესი სახელმწიფო უწოდა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. მისი განცხადებით, აშშ-ს სურს, რომ რუსეთი ძლიერი, აყვავებული და მშვიდობისმოყვარე ქვეყანა იყოს. ამავე ინტერვიუში კლინტონმა დაადასტურა ვაშინგტონის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოსა და უკრაინის სუვერენული უფლებაა.
XS
SM
MD
LG