Accessibility links

საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის ინტერვიუს გამოეხმაურა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას რომელიმე მესამე ძალა ხელს ვერ შეუშლის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას კომენტარი მოჰყვა ტელეკომპანია „ენტევე“-სთან რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს, რომელშიც დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი აშშ-თან საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების გამო არ ეჭვიანობს, თუმცა, ამ ქვეყნების ხალხთა ნების გარეშე, სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში მათ შეყვანას ეწინააღმდეგება. უკრაინის შემთხვევაში, მედვედევი მიზანშეწონილად რეფერენდუმის ჩატარებას მიიჩნევს. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით: რაში სჭირდება ნატოს ქვეყანა, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს?! თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება პრინციპულად გადაწყვეტილია და მისი რეალიზება შესაბამისი კონდიციების და პროცედურების საფუძველზე მოხდება.
XS
SM
MD
LG