Accessibility links

logo-print

ცხინვალის დე ფაქტო შსს აცხადებს, რომ მისი თანამშრომელი გაიტაცა ქართულმა მხარემ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-მ დღეს განაცხადა, რომ 23 ივლისს საქართველოს სპეც-სამსახურებმა სოფელ არცევის მილიციის თანამშრომელი სოსლან ფუხაევი გაიტაცეს და სავარაუდოდ, გორის პოლიციაში გადაიყვანეს. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა რადიო თავისუფლებას ფუხაევის დაკავების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა, უარყო, რომ ეს გატაცება იყო. ჯუღელის ინფორმაციით, შეიარაღებული ფუხაევი ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონში გადმოვიდა. სოსლან ფუხაევი ამჟამად იმყოფება თბილისში, სადაც გამოძიება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG