Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: კრემლი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გავლენას არ ახდენს


რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მტკიცებით, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე კრემლი გავლენას არ ახდენს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთის ტელეკომპანია HTB-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი სწორად არ მიიჩნევს, როცა ესა თუ ის სახელმწიფო-სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ხალხის გვერდის ავლით ცდილობს. მედვედევის აზრით, უკრაინასთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივადაა – ჩაატარეთ რეფერენდუმი და ყველასთვის ცხადი გახდება, სურს თუ არა უკრაინელ ხალხს ნატოში გაწევრიანება, ხოლო რაც შეეხება საქართველოს – ამ კითხვაზე პასუხი თავად ალიანსმა უნდა გასცეს.
XS
SM
MD
LG