Accessibility links

logo-print

საქართველოში ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა


საქართველოში ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საშიში ვირუსით ინფიცირებული კიდევ 2 მოქალაქე ახლახან დიდი ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან დაბრუნდა. ამჟამად ორივე იზოლირებულია და მათი მდგომარეობა ნორმალურია. გრიპით დღემდე დაავადებული საქართველოს ორი მოქალაქე ასევე ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. სამინისტროს განმარტებით, თავად ქვეყნის ტერიტორიაზე გრიპის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემის შემთხევვა არ გამოვლენილა, რის გამოც, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG