Accessibility links

კიშინიოვში დაკავებული ქართველი მეთვალყურეები სამშობლოში გაემგზავრნენ


ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მეთვალყურეები, რომლებსაც მოლდავეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ნება არ დართო, კიშინიოვიდან საქართველოში გაამგზავრეს. "სამართლიანი არჩევნების" 11 მეთვალყურე მოლდავეთში ორშაბათს დილით ჩაფრინდა, მაგრამ, ამ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრედიტაციის არქონას საბაბით, ისინი დააკავეს. "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ორგანიზაციის 11 წარმომადგენელი ერთი დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კიშინიოვის აეროპორტში და მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუმინეთში საქართველოს საელჩოსა და ორგანიზაციის - "საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" - ჩარევით მოხერხდა დაკავებულთა საქართველოში გამგზავრება. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მოლდავეთში ოთხშაბათს გაიმართება, რვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG