Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ადმინისტრაციამ კვლავ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობას პრიორიტეტად მიიჩნევს


აშშ-ის ადმინისტრაციამ კვლავ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობას პრიორიტეტად მიიჩნევს. გასული ორი დღის განმავლობაში თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელს, რობერტ გიბსს ჟურნალისტებმა ორჯერ სთხოვეს კომენტარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ კრიზისით დასუსტებული რუსეთი იძულებული იქნება დასავლეთთან პოზიციები დათმოს და საკუთარი საერთაშორისო ინტერესების სფეროს გადახედოს. ტელეკომპანია „ფოქსთან“ ინტერვიუს შემდეგ, რობერტ გიბსმა ამჯერად ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ, აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის საერთო პოზიციით, რუსეთთან კარგი ურთიერთობა აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG