Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის ხელისუფლების ცნობით, დადგენილია თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა


ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ დადგენილია ვინაობა თვითმკვლელი ტერორისტისა, რომელმაც კვირას გროზნოს საკონცერტო დარბაზთან აიფეთქა თავი. სამართალდამცავთა ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი 21 წლის რუსტამ მუჰადიევი იყო. გროზნოში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ადგილობრივი სამართალდამცავი და ორი სამოქალაქო პირი, რომლებიც საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ და ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდნენ.
XS
SM
MD
LG