Accessibility links

სოფელ ფახულანში დღეს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა


ოკუპირებულ გალის რაიონთან მოსაზღვრე წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში დღეს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაზიანდა ახლომდებარე რამდენიმე სახლი. მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად სამართალდამცავები დივერსიას განიხილავენ. ორშაბათს საღამოს სოფელ ფახულანში რამდენიმე ნაღმიც აფეთქდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG